"ცეცხლი გავრცელებულია ძალიან დიდ ფართობზე" - ვარკეთილის ბაზრობაზე 25-მდე სახანძრო მუშაობს (LIVE)

ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე სახანძრო მანქანების რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. ამ წუთებში ხანძრის ჩასაქრობად ვარკეთილში დამატებითი ძალები მიდიან.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, "ცეცხლი გავრცელებულია ძალიან დიდ ფართობზე".

ცეცხლის კერასთან ახლოს ბენზინგასამართი სადგურია, სწორედ ამიტომ, ადგილზე მყოფი მაშველები მედიას მოუწოდებენ, უსაფრთხოების ლენტი არ გადაკვეთონ.

ამ ეტაპზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ვარკეთილში, შერეული ტიპის გაზრობაზე ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცეცხლი ჯიხურებს უკიდია.

კომენტარები