გერმანიის პროკურატურის განცხადება

გერმანიის ელჩი: "საქართველოს პრორუსული მთავრობა" მოკლულის სიტყვები იყო

0 კომენტარი
ფოტო: Heinrich Böll Stiftung

გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ კნირში გერმანიის პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით.

ელჩის თქმით, სიტყვები "საქართველოს პრორუსული მთავრობა", რომელიც განცხადებაში იყო გამოყენებული, ეკუთვნის თავად ხანგოშვილს და არა პროკურატურას.

"შეიტყვეთ, რომ პროკურატურამ გამოიყენა ფორმულირება, სიტყვები, რომლებიც ოპტიმალური არ არის, უკეთესი უნდა ყოფილიყო. ამ სიტყვების გამოყენებით, პროკურატურას სურდა, მოკლულის ნათქვამის ციტირება. მან თქვა, რომ იმიტომ იყო გერმანიაში, რომ ის დაპირისპირებული იყო ე.წ "საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან". ეს მისი სიტყვები იყო და არა გერმანიის პროკურატურის.

ვწუხვარ, რომ დარჩა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენს პროკურატურას სურდა, საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ორიენტაცია დაეხასიათებინა. ეს მათი განზრახვა არ ყოფილა." - განაცხადა გერმანიის ელჩმა.

გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით აცხადებს ჰუბერტ კნირში, რომ სიტყვები ხანგოშვილს ეკუთვნის და არა პროკურატურას.

გერმანიის პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ: "ბრალდების ტექსტში წარმოდგენილი იყო შემდეგი ფაქტები", რასაც მოსდევს აბზაცი, სადაც ლაპარაკია ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ გარემოებებზე, რომლებიც ფაქტებადაა წარმოდგენილი.

როგორც ამ აბზაცში წერია, "მკვლელობის შეკვეთის უკან იდგა მსხვერპლის წინააღმდეგობა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების, და, ასევე, საქართველოს პრორუსული მთავრობის მიმართ". ტექსტში ვერ ვხდებით ვერც ერთ მინიშნებას, რომლის თანახმადაც ეს მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის სიტყვებია და არა პროკურატურისა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები