გიორგი გაბუნიას საქმე

"უკრაინა არ უნდა ეხსენებინა" - ადეიშვილის და სააკაშვილის საუბრის ფარული ჩანაწერი გვარამიაზე

Obozrivatel

"გვარამიას უკრაინა არ უნდა ეხსენებინა", - უკრაინულმა გამოცემა Obozrovatel-მა სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ადეიშვილის საუბრის ფარული ჩანაწერი გაავრცელა.

ჩანაწერში ისინი გიორგი გაბუნიას საქმესა და ნიკა გვარამიაზე საუბრობენ. მასში ყველაფერი გარკვევით არ ისმის.

სააკაშვილი: გვარამიას ცოტა აკლია ოღონდ, ნაბიჭვარი და ავადმყოფია.

ადეიშვილი: მანდ სხვა რაღაცა იყო. აქ მართლა ვეხმარებოდით მაგას და მერე... ამ ნიკამ ვერ მოითმინა, წამოაყრანტალა. მერე გამოვიდა და გაიჩალიჩა ეს რაღაც. რაში სჭირდებოდა.

[....]

სააკაშვილი: გვარამიამ მასალები ნახა თუ რატომ თქვა?

ადეიშვილი: იჩქარა, ეტყობა, შეიძლება ნერვები მოეშალა. ახლა ესენი მიაწვებიან. არაფრისგან გააკეთა ასეთი რაღაც. და მერე მოულოდენელად ფორმულამ გააკეთა და ამან გაჩითა რა. შეშურდა. ეს თემა ჩვენთან უკრაინაში ჩამოგვივიდა საქართველოდან.

სააკაშვილი: გაბუნია არასტაბილური ტიპია, თან მშიშარაა.

ჩანაწერში ადეიშვილი ასევე ამბობს, რომ არ ესმის, რაში დასჭირდა გვარამიას უკრაინის ხსენება ქართულ სკანდალებში. მისი თქმით, ამით გვარამიამ როგორც ადეიშვილი, ისე სააკაშვილი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

"უკრაინა საერთოდ არ უნდა ეხსენებინა", - თქვა ადეიშვილმა.

ნიკა გვარამიამ ჩანაწერის ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენა.

"მოვისმინე ეს ფარული ჩანაწერი, მე არ ვიცი, რა ჩავაფლავე. ერთადერთი, შემიძლია გითხრათ - ეს არ არის ჩემთვის ვალიდური წყარო, რომელსაც დავეყრდნობოდი. თქვენ არ შეგეშლებათ, აკინძულია სიტყვასიტყვით ეს ფარული ჩანაწერი, თუმცა იქ ამ თემასთან დაკავშირებით რაღაცები იკითხება, მაგრამ, ჯერ ერთი, კანონიერი არ არის, თან, ავთენტური არ არის", - თქვა გვარამიამ მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოძიებამ მისი გამოკითხვა დაასრულა.

15 ივნისს ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 12 ივნისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვი მთავარი არხის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. ინფორმაცია დაადასტურა ნიკა გვარამიამაც და მიუთითა, რომ საქმე საქართველოს უკრაინამ გადმოუგზავნა.

მოგვიანებით სუს-მაც დაადასტურა, რომ ბოკოვის დაკავება მკვლელობის მომზადების საქმეს უკავშირდება.

კომენტარები