ეზუგაბია: 3 ახალი შემთხვევიდან 2 საკარანტინე სივრციდანაა, ერთის ინფიცირების წყაროს ვიკვლევთ

მთავარი არხი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან 2 საკარანტინე სივრციდან არის, ერთის წყაროს დასადგენად ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს. 

მისივე თქმით, კოვიდცენტრებში, დღევანდელი მონაცემებით, 129 პაციენტი მკურნალობს. 

"ჩვენს ცენტრში გვყავს 24 დადასტურებული შემთხვევა, ორი ახალი პაციენტი მივიღეთ. ამ ორი ახალი შემთხვევიდან არცერთი არ არის მძიმე. ერთთან გვაქვს მსუბუქი სიმძიმის პნევმონია, მეორე პნევმონიის გარეშეა. საკარანტინე სივრციდან არის ჩვენი 2 ახალი პაციენტი. სტუდენტები არიან და სწავლობდნენ სომხეთში. დაბრუნების შემდეგ კარანტინში იყვნენ და ჩატარებული კვლევის დადასტურებული პასუხით გადმოიყვანეს ჩვენთან. ზოგადად, კლინიკაში 24 პაციენტიდან ყველას სიმძიმე არის საშუალო და საშუალოზე მსუბუქი". – ამბობს მარინა ეზუგბაია. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 911 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 768 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

კომენტარები