სუს

დუშეთში ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს, მათ შორის მშობლები

flickr

ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დუშეთში სამი ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ახალშობილის მშობლები.

სუს-ის ცნობით, დუშეთში მცხოვრებ წყვილს ბავშვი 18 ივნისს შეეძინათ. გამოძიების მიხედვით, "დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით" წყვილმა ჩვილის გაყიდვა გადაწყვიტა.

მშობლები დაუკავშირდნენ კაცს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ ჩვილს $5 000-ის სანაცვლოდ მიჰყიდნენ. შეთანხმების შემდეგ ადამიანი, რომელსაც ჩვილის ყიდვა უნდოდა, სამოქალაქო რეესტრში ბავშვის მამად დარეგისტრირდა და დაბადების მოწმობაც აიღო. 

უწყების ინფორმაციით, ამის შემდეგ მან $5 000 ახალშობილის მშობლებს მისცა, რა დროსაც სამივე დააკავეს. 

ტაბულას სუს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 172-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგებას გულისხმობს. დანაშაული ითვალისწინებს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 

კომენტარები