ახალი კორონავირუსი

შესაძლოა, ევროკავშირმა აშშ-ს მოქალაქეებს COVID-19-ის გამო მოგზაურობა შეუზღუდოს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ევროკავშირი თანდათან პანდემიასათან დაკავშირებულ შეზღუდვებს ამცირებს და პირველი ივლისიდან საზღვრების გახსნას გეგმავს. New York Time-ის ინფორმაციით, აშშ შეიძლება ვერ მოხვდეს ქვეყნების იმ სიაში, რომლებთანაც ევროკავშირი საზღვარს გახსნის. ეს შეზღუდვა აშშ-ს ისეთი ქვეყნების რანგში დააყენებს, როგორიცაა რუსეთი და ბრაზიალია. აშშ-ში ვირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში ყველაზე მაღალია. ამჟამად ვირუსის 2 424 492 შემთხვევაა გამოვლენილი. ერთ მილიონ მოსახლეზე 7326 შემთხვევა ფიქსირდება, რაც ევროკავშირის ქვეყნებზე უფრო მაღალი მაჩვენებელია.

იმის მიხედვით, თუ როგორ უმკლავდებიან ქვეყნები პანდემიას, ევროკავშირის სახელმწიფოები პოტენციური ვიზიტორების ორ სიას განიხილავენ. New York Times-ის ინფორმაციით ორივე სიაში ხვდება ჩინეთი, უგანდა, კუბა და ვიეტნამი, მაგრამ ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო ვერ ხვდება აშშ.

მარტში, როდესაც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი ევროპა იყო, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-ში შესვლა შეეზღუდათ ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს. როგორც ჩანს, ახლა მსგავს მდომარეობაში შეიძლება აშშ აღმოჩნდეს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სთვის შეზღუდვების შემოღება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი იქნება ევროპისთვის, ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელების განცხადებით, კრიტერიუმები, რომელის მიხედვითაც განიხილება შეზღუდვების დაწესება, აპოლიტიკურია და მეცნიერულ ინფორმაციაზეა დაფუძნებული, შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა აშშ-სთვის გამონაკლისის დაშვება.

ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც პირველი ივლისის შემდეგ ევროკავშირის სტუმრობა შეეძლებათ, საჯარო არ არის. თუმცა, ცნობილია რეკომენდაციები, რომლებსაც ეყრდნობიან სიის შედგენისას. ევროკავშირში მოგზაურობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ევროკომისიამ 11 ივნისს გამოაქვეყნა. ქვეყნის შერჩევისას, პირველ რიგში, ყურადღება ექცევა იმას, თუ როგორი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა ქვეყანაში ევროკავშირთან შედარებით.

სია ქვეყნებისა, რომლებთანაც ევროკავშირი საზღვრებს გახსნის, ყოველ ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეცვლასთან ერთად შეიძლება შეიცვალოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები