კრიმინალი

შსს: გუტიანთკარში ურთიერთშელაპარაკებისას კაცი დაჭრეს, ბრალდებული უკვე დავაკავეთ

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ერთი ადამიანი, 1987 წელს დაბადებული ო.გ. დააკავეს. ინციდენტი მოხდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში.

"ბრალდებულმა და 1990 წელს დაბადებულმა თ.ი.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც ო.გ.-მ გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი იარაღიდან ორჯერ ჰაერში გაისროლა, შემდეგ კი თ.ი.-ს ბასრი საგნით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია საავადმყოფოში" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები