ახალი კორონავირუსი აშშ-ში

აშშ-ში ერთ დღეში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

AP

ოთხშაბათს, 24 ივნისს, აშშ-ში ერთ დღეში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი რაოდენობა გამოვლინდა.

სულ ერთ დღეში კორონავირუსის 45 557 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

აქამდე ერთ დღეში ყველაზე მეტი შემთხვევა 26 აპრილს იყო გამოვლენილი, რაც ამჟამინდელზე ცხრა ათასით ნაკლებია.

ჯანდაცვის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ვირუსის გავრცელება ხსოვნის დღისთვის, მაისის ბოლო ორშაბათისთვის სამხრეთისა და დასავლეთის შტატებში შეზღუდვების შერბილებას უკავშირდება.

ამ დროისათვის აშშ-ში ახალი კორონავირუსის 2 მილიონ 382 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 122 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 656 ათასზე მეტი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები