აშშ-საქართველო

კობახიძე აშშ თავდაცვის აქტის შესწორებაზე: ბოკერიას და აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგია

0 კომენტარი
ფოტო: ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი კობახიძე აშშ-ს ეროვნული თავდაცვის აქტში შესულ ცვლილებას, რომელიც საქართველოს ეხება, ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიასა და სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს რიშის მეგობრობის შედეგად მიიჩნევს. 

"ეს არის ბოკერიას და [სენატორ რიშის] აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგი. ეს, ბუნებრივია, ვერაფერს ვერ დააკლებს ქვეყანას და ვერაფერს ვერ დააკლებს ქართულ ოცნებას, თუმცა ეს აზიანებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების რეპუტაციას და ეს არის ერთერთი შედეგი იმ საქმიანობის, რასაც ახორციელებს გიგა ბოკერია, კრიმინალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი". – ამბობს კობახიძე. 

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის აქტში შედის ცვლილება. ცვლილება სენატის საგარეო კომიტეტის თავმდჯდომარეს, ჯეიმს რიშს ეკუთვნის და ის საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, კერძოდ - გიორგი რურუასა და 8 მარტის შეთანხმებას შეეხება.

შესწორებაში რიში წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა, თუმცა, 8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ დაკავებულია და სასამართლოს ელოდება. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის რურუას გათავისუფლება არის წინაპირობა იმისა, რომ მათ საარჩევნო კანონმდებლობის შეთანხმებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირონ. შეთანხმებული ცვლილებები კვლავ არასრულია, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები 2020 წლის ოქტომბერშია დანიშნული.

"2019 წლის 18 ნოემბერს ბიზნესმენები და ტელეკომპანია მთავარი არხის დამფინანსებელი, გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობის ბრალდებით დააკავეს. 

8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება. 

ოპოზიციური პარტიები საქართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის ბატონი გიორგი რურუას გათავისუფლება საარჩევნო კანონში შესატანი შეთანხმებული ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობაა". – წერია დოკუმენტში.

შესწორებები ვრცლად წაიკითხეთ აქ

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები