აშშ-საქართველო

ზალკალიანი აშშ-ს თავდაცვის აქტზე: გულდასმით რომ წაიკითხოთ, არ არის საუბარი პოლიტპატიმარზე

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამტკიცებს, რომ ცვლილებაში საქართველოს შესახებ, რომელიც აშშ-ს ეროვნული თავდაცვის აქტში უნდა შევიდეს, პოლიტპატიმარზე საუბარი არ არის და ის "გულდასმით უნდა წაიკითხოთ". 

ცვლილება სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯეიმს რიშს ეკუთვნის. ის საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, კერძოდ - გიორგი რურუასა და 8 მარტის შეთანხმებას ეხება. შესწორებაში ვკითხულობთ, რომ "8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება." 

მანამდე, 2020 წლის 12 მაისს სენატორმა რიშმა რურუას, უგულავასა და ოქრუაშვილს პოლიტპატიმრები უწოდა. რიშმა Twitter-ზე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გვერდზე დაწერა, რომ "საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ელის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით." 16 მაისს კი, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოქრუაშვილი და უგულავა შეიწყალა, რიშმა და მისმა მოადგილემ, ჯინ შაჰინმა, დაწერეს, რომ "ასევე, ველით გიორგი რურუას გათავისუფლებას, მედიის მფლობელის, რომელიც დეკემბერში საეჭვო ბრალდებებით დააკავეს."

"სენატორი რიში ჩვენი მეგობარია, საქართველოს მეგობარია. ჩასწორებები გულდასმით და ზუსტად რომ წაიკითხოთ, საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს, იქ რაზეა საუბარი. იქ საუბარია ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. საუბარია გიორგი რურუაზეც, არა ისე, როგორც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ წარმოაჩინონ, თითქოს იქ არის საუბარი, რომ ის არის პოლიტპატიმარი. იქ საუბარი არის, რომ ის ინფორმაცია, რომელსაც ისინი იღებენ სხვადასხვა სამონიტორო მისიებისგან და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისგან პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებთან დაკავშირებით. იქ არ არის საუბარი პოლიტპატიმარზე", - ამბობს დავით ზალკალიანი.  

შესწორებაში რიში წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა, თუმცა, 8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ დაკავებულია და სასამართლოს ელოდება. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის რურუას გათავისუფლება არის წინაპირობა იმისა, რომ მათ საარჩევნო კანონმდებლობის შეთანხმებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირონ. შეთანხმებული ცვლილებები კვლავ არასრულია, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები 2020 წლის ოქტომბერშია დანიშნული.

"2019 წლის 18 ნოემბერს ბიზნესმენები და ტელეკომპანია მთავარი არხის დამფინანსებელი, გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობის ბრალდებით დააკავეს.

8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება.

ოპოზიციური პარტიები საქართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის ბატონი გიორგი რურუას გათავისუფლება საარჩევნო კანონში შესატანი შეთანხმებული ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობაა". – წერია დოკუმენტში.

შესწორებები ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები