ახალი კორონავირუსი მსოფლიოში

მსოფლიოში COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 10 მილიონს გადააჭარბა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

მსოფლიოში COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 10 მილიონს გადააჭარბა. 28 ივნისის 9:30 საათის ინფორმაციით, ინფექცია 10 169 777 ადამიანს დაუდასტურდა.

მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოვლინდა – 2 617 847;

მას მოსდევს ბრაზილია 1 319 274 დადასტურებული შემთხვევით.

და რუსეთი 634 437 შემთხვევით.

იტალიამ, სადაც კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე, ჩინეთთან ერთად, ყველაზე მძიმე მდგომარეობა იყო, მსოფლიო სტატისტიკის ათეულში მე-9 ადგილზე გადაინაცვლა 240 310 დადასტურებული შემთხვევით.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 500 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5 508 727 გამოჯანმრთელდა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 8%-ია.

საქართველოში ახალი კორონავირუსის 924 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 785 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 – გარდაიცვალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები