კირილ სერებრენიკოვის საქმე

მაკკელენი სერებრენიკოვს: ვიმედოვნებ სამართლიანობა იზეიმებს და საქმეს დაუბრუნდებით

0 კომენტარი
ფოტო: Kinopoisk

თეატრისა და კინოს ინგლისელი ვარსკვლავი, იან მაკკელენი რუსი რეჟისორის, კირილ სერებრენიკოვის განაჩენს გამოეხმაურა.

"ძვირფასო კირილ! გოგოლ-ცენტრში ვიზიტი რუსეთში ჩემი მოგზაურობის მთავარი შთაბეჭდილება იყო. ნათელი მაგალითი იმისა, თუ რას შეიძლება მიაღწიონ ნიჭიერმა არტისტებმა აუდიტორიასთან მუშაობით. ამ თეატრმა მოსკოველებს გემოვნება ჩამოუყალიბა. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი განაჩენი, დიდ ბრიტანეთი, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, თქვენი დადგმებითა და ფილმებით აღფრთოვანებულია. არავინ დგას კანონზე მაღლა, მათ შორის, არც თქვენი ბრალმდებლები. ვიმედოვნებ, სამართლიანობა იზეიმებს და საქმეს დაუბრუნდებით. ღრმა პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით, იენ მაკკელენი". – წერს მსახიობი სერებრენიკოვს.

მაკკელენი რეჟისორის დაპატიმრებას ადრეც გამოეხმაურა და გამოძიების ვერსია ეჭვქვეშ დააყენა.

სერბრენიკოვი 2017 წელს თაღლითობისა და 129 მილიონი რუსული რუბლის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. საქმეში ასევე გოგოლ-ცენტრის დირექტორი და რუსეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი ფიგურირებდნენ. გასულ კვირას რეჟისორს მოსკოვის სასამართლომ სამწლიანი პირობითი პატიმრობა და 300 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა მიუსაჯა. გარდა ამისა, სამივე ბრალდებულმა გაფლანგული ფული ეტაპობრივად უნდა დააბრუნოს. არტისტის სახლი და პირადი ქონება დაყადაღებულია.

საზოგადოების ნაწილის აზრით, პუტინის ხელისუფლებისადმი ოპოზიურად განწყობილი რეჟისორის საქმე ფალსიფიცირებულია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები