ეკონომიკა

Euronews: საქართველო იმ 15 ქვეყანას შორისაა, რომელსაც ევროკავშირი საზღვარს უხსნის

0 კომენტარი

Euronews-ის ინფორმაციით, საქართველო იმ 15 ქვეყანას შორისაა, რომლებსაც ევროკავშირი საზღვარს პირველი ივლისიდან გაუხსნის. გამოცემა დიპლომატიური წყაროს მეშვეობით მოპოვებული დოკუმენტის სამუშაო ვერსიას აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბრიუსელში მუშაობა ერთდროულად ორ სიაზე მიმდინარეობს. მათ მიერ მოპოვებული ახალი სია ადასტურებს მანამდე მათივე გავრცელებულ სახელმწიფოთა სიას, რომელთათვისაც ევროკავშირი საზღვრებს გახსნის. 

ყველაზე ბოლოს, პარასკევს, ევროკავშირის მიერ შეთანხმებული სია შემდეგ ქვეყნებს მოიცავს:

  • ალჟირი;
  • ავსტრალია;
  • კანადა;
  • საქართველო;
  • იაპონია;
  • მონტენეგრო;
  • მაროკო;
  • ახალი ზელანდია;
  • რუანდა;
  • სერბეთი;
  • სამხრეთ კორეა;
  • ტუნისი;
  • ურუგვაი;

ევროკავშირი არაწევრი ქვენების ნაწილს საზღვარს პირველი ივლისიდან, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შედგენილი სიის მიხედვით გაუხსნის. სიაში არ არის აშშ, ბრაზილია და რუსეთი, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში პირველ სამ ადგილს იკავებენ.

25 ივნისს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ, შესაძლოა, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს. მთავრობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კი გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1 აგვისტომდე არ აღდგება. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკავონ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები