საშა ბარონ კოენი

საშა ბარონ კოენი ულტრამემარჯვენე კონსერვატორების მიტინგზე შეიპარა და სიმღერა შეასრულა

ინგლისელი კომიკოსი საშა ბარონ კოენი ვაშინგტონის შტატში გამართულ, ულტრამემარჯვენე კონსერვატორების მიტინგზე შეიპარა და სიმღერა შეასრულა.

გადაცმულმა მსახიობმა ქანთრი სიმღერა იმღერა, რომელშიც ბარაკ ობამასა და დოქტორ ფაუჩის კორონავირუსით ინფიცირება უსურვა.

"რა ვუყოთ ობამას? დავაავადოთ ვუხანის გრიპით. რა ვუყოთ ჰილარი კლინტონს? ჩავსვათ ციხეში. ფაუჩი საკუთარ თავს ტრ**ისგან ვერ არჩევს, ალბათ მარიხუანასაც ეწევა. კორონა ლიბერალებმა მოიგონეს". – მღერის კოენი.

მთლიანობაში მიტინგს 500 ადამიანი ესწრებოდა. უმრავლესობამ გადაცმული კომიკოსი ვერ იცნო და სიმღერას აჰყვა. მსმენელთა მცირე ნაწილი მიხვდა, რომ მსახიობი მიტინგის მონაწილეებს დასცინოდა და მისი სცენიდან ჩამოყვანა სცადა, თუმცა კოენს პირადი დაცვა ახლდა და სიმღერა ბოლომდე შეასრულა.

კოენის სიმღერა, შესაძლოა, სატელევიზიო შოუ Who Is America?-ს ერთ-ერთ ეპიზოდში მოხვდეს.

კომენტარები