Dr.Dre

DR.DRE-ს ცოლმა 24-წლიანი ქორწინების შემდეგ განქორწინება მოითხოვა

0 კომენტარი
Dr.Dre და ნიკოლ იანგი.

ლეგენდარული ჰიპ-ჰოპ შემსრულებლისა და პროდუსერის, Dr.Dre-ს ცოლმა, ნიკოლ იანგმა 24-წლიანი ქორწინების შემდეგ განქორწინება მოითხოვა.

ნიკოლ იანგმა განქორწინებაზე განაცხადი ლოს-ანჯელესის უზენაეს სასამართლოში დღეს, 30 ივნისს შეიტანა.

იანგის თქმით, განქორწინების მიზეზი შეუთავსებელი განსხვავებებია და სასამართლოში განაცხადის შეტანა ქონების სამართლიანად გაყოფის სურვილმა განაპირობა.

Dr.Dre ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჰიპ-ჰოპ არტისტების 2019 წლის სიაში მეორე ადგილს იკავებს – მას 800 მილიონი დოლარი ჰქონდა გამომუშავებული. გარდა პროდუსერობისა, Dr.Dre კომპანია Death Row Records-ის თანადამფუძნებელია, ასევე Aftermath Entertainment-ისა და Beats Electronics-ის აღმასრულებელი დირექტორია.

წყვილს 24-წლიანი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს – 23 წლის ვაჟი და 19 წლის ქალიშვილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები