ლევან აკინი

ლევან აკინმა ამერიკის კინოაკადემიის წევრობის მოწვევა მიიღო

0 კომენტარი
ფოტო: Presa.ge

ამერიკის კინოაკადემია ყოველწლიურად თავის რიგებში ახალ წევრებს ამატებს, წელს მოწვევა 819 ადამიანს, მათ შორის წარმოშობით ქართველ, შვედ რეჟისორს ლევან აკინს მიუვიდა. 

აკინმა სახელი 2019 წელს გადაღებული ფილმით – And Then We Danced გაითქვა. სურათმა, რომლის მოქმედება თბილისში ვითარდება, არაერთი პრესტიჟული ჯილდო და ნომინაცია მიიღო. კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმა კინოკრიტიკოსთა რეიტინგში მეშვიდე ადგილი დაიკავა. გეი დრამის პრემიერას საქართველოში კონსერვატიული ჯგუფების პროტესტი მოჰყვა, ჩვენებების დროს კინოთეატრში მისულ მაყურებელს პოლიციის კორდონი იცავდა.

წელს ამერიკის კინოაკადემიამ მოწვევა 68 ქვეყნის სხვადასხვა კინომოღვაწეს გაუგზავნა. მოწვეულთა 45% ქალია, ხოლო 36% ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი, რომლებიც აკადემიის წევრები აქამდე არ ყოფილან. თანხმობის შემთხვევაში ახალი წევრები ყოველწლიურად 350-450 დოლარს გადაიხდიან.

2020 წლის მოწვეულებს შორის სინტია ერივო, უდო კირი, ჯონ დევიდ ვაშინგტონი, ფლორენს პიუ, არი ასტერი, მეთიუ ვონი და სხვა ცნობილი კინომოღვაწეები არიან.

ოსკარის ნომინანტებსა და გამარჯვებულებს ამერიკის კინოააკადემიის წევრები ადგენენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები