საზოგადოებრივი მაუწყებელი

კობახიძე აბაშიძეზე: სირცხვილია არის შმაცების კომკავშირი, მხარი დავუჭირეთ მის აქტივისტს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ფლანგვის დეტექორის დამფუძნებელი, ზაზა აბაშიძე სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტია. მისივე თქმით, სირცხვილია არის "შმაცების კომკავშირი". 

"ჩვენ პატივს ვცემთ კვოტებს. მძინარიშვილის გარდა, ჩვენ მხარი დავუჭირეთ სირცხვილიას ერთ-ერთ აქტივისტს, ზაზა აბაშიძეს. სირცხვილია არის შმაცების კომკავშირი, ხო? ანუ, ევრონაცების ახალგაზრდული ორგანიზაცია არის სირცხვილია. შესაბამისად, ჩვენ ევრონაცი ავირჩიეთ მათ შორის, იმის გამო, რომ კვოტას ვეცით პატივი. 

შმაცების კომკავშირის წარმომადგენელი ზაზა აბაშიძე ავირჩიეთ ბორდის წევრად, ანალოგიურად მათაც უნდა ეცათ პატივი კვოტისთვის და ხმა უნდა მიეცათ სხვა კანდიდატებისთვის". – ამბობს ირაკლი კობახიძე. 

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 ახალი წევრი დაამტკიცა: ბონდო მძინარიშვილი, გია მურღულია და ზაზა აბაშიძე.  

ზაზა აბაშიძემ 98 ხმა მიიღო;

ბონდო მძინარაშვილმა – 95 ხმა მიიღო, 13 – წინააღმდეგ წავიდა;

გია მურღულია – 92 მომხრე, 1 – წინააღმდეგი; 

ბონდო მძინარაშვილი ტვ ობიექტივის წამყვანია, ის პრორუსული და ანტიდასავლური განწყობებით გამოირჩევა.  

ვინ დაუჭირა მხარი მძნარაშვილის კანდიდატურას - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები