ტურიზმი

თურნავა: აირზენა ზოგ რეისზე ბილეთებს ჩვენთან შეუთანხმებლად ყიდის, ეს არის არასწორი ქმედება

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

"მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს და გავაფრთხილო, რომ ბილეთები შეიძინონ მხოლოდ იმ რეისებზე, რომელთა განრიგიც ოფიციალურად არის გამოქვეყნებული სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ვებგვერდებზე" - თქვა ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ბილეთების შეძენა ისეთ რეისებზე, რომელიც არ არის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებული. სამწუხაროდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია აირზენა ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთებს ჩვენთან შუთანხმებლად ყიდის და ეს რეისები არ არის ჩვენს მიერ ოფიციალურად გაცხადებულ მიმართულებებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, "ეს არის ძალიან არასწორი ქმედება", რომელიც ადამიანებს რთულ ვითარებაში აყენებს, რადგან "ასეთ რეისებზე ბილეთები საკმაოდ მაღალი ფასი ღირს".

"მოვუწდებთ ავიაკომპანია აირზენას, რომ შეწყვიტოს ასეთი შეუთანხმებელი ქმედებები. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ იხელმძღვანელონ ფრენების მხოლოდ იმ ჩამონათვალით და განრიგით, რომელიც განთავსებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდებზე“, - თქვა თურნავამ.

საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენები კიდევ ერთი თვით გადაავადა. ივლისში მხოლოდ ჩარტერული ფრენები დაინიშნა, რომელსაც მხოლოდ ერთი კომპანია - საქართველოს ავიახაზები ასრულებს.

ავიაციის სააგენტომ აირზენას ფრენის უფლება შემდეგ რეისებზე მისცა:

  • 2 ივლისი, თბილისი - თელ-ავივი - თბილისი (გაფრენა 07:10, მოფრენა 13:15)
  • 3 ივლისი, თბილისი - ბერლინი - თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);
  • 4 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 5 ივლისი, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);
  • 6 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 7 ივლისი, თბილისი - პარიზი - თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);
  • 11 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 12 ივლისი, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);
  • 18 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 20 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 25 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 27 ივლისი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15).

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ომი 8 აგვისტოს დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები