საფრანგეთი

საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს ხსნის

www.telegraph.co.uk

საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს ხსნის. ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი Twitter-ზე ავრცელებს. 

"შემიძლია დავადასტურო, რომ 00:01 საათიდან საფრანგეთის საზღვარი გაიხსნება საქართველოს მოქალაქეებისთვის". – წერს ელჩი. 

საქართველოს საზღვარი გერმანიამაც გაუხსნა და ამით ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია გაითვალიწინდა, რომელიც 30 ივნისს გამოქვეყნდა. 

ევროკავშირის საბჭოს უსაფრთხო ქვეყნების სია სულ 15 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის, საქართველოს. 

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, ამ სიიდან სურვილისამებრ ამოიღონ ის ქვეყნები, რომელთანაც საზღვრების გახსნა ამ ეტაპზე არ სურთ. ასე მოიქცა უკვე ჩეხეთი, რომელმაც 15 რეკომენდებული ქვეყნიდან თავის სიაში მხოლოდ 8 დატოვა. ამ სიაში საქართველო ვერ მოხვდა.

ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით კი, მესამე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 2020 წლის 30 სექტემბრამდე გახანგრძლივდება. ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისათვის საზღვრებს არ გახსნის არც იტალია. ამის შესახებ წერს La Repubblica.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნები ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შეთანხმდნენ, პირველი ივლისიდან საზღვრები გაეხსნათ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შესულთათვის, იტალიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ გეგმას არ შეუერთდებიან და ევროკავშირის გარეთ მდებარე ქვეყნებისათვის სავალდებულო კარანტინს ძალაში დატოვებენ, მაშინაც კი, თუ ამ ქვეყნების მოქალაქეები იტალიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნის გავლით ჩავლენ.

კომენტარები