იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა

შსს: სვანეთში 2 იარაღი, 3 მჭიდი, 72 ვაზნა და სანადირო თოფი ამოვიღეთ - დაკავებულია 1 პირი

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სვანეთში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი ადამიანი - 1981 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, დაკავებულის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა კალაშნიკოვის სისტემის "აკ-74" სისტემის ორი ცეცხლსასროლი იარაღი, სამი მჭიდი, სამოცდათორმეტი საბრძოლო ვაზნა და სანადირო თოფი ამოიღეს.  

საქმეზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები