ახალი კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი

CNN

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა ასევე 4 ადამიანი.

ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 946 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 825 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

საქართველოში COVID-19-ის 106 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები