გიორგი შაქარაშვილის საქმე

ადვოკატი: ტერიტორია, სადაც შაქარაშვილის მოწმე იმალებოდა, დამწვარია

მთავარი არხი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთაგან ერთერთის ადვოკატი, გიორგი გელხაური ამბობს, რომ ტერიტორია, სადაც საქმის მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, დამწვარია. 

"რა თქმა უნდა, ესეც კითხვის ნიშნებს აჩენს. სამომავლოდ შეიძლება სხვა საგამოძიებო მოქმედებები დასჭირდეს, შეიძლება კვალის მოძებნა დასჭირდეს და იქ, სადაც უკვე გადამწვარია, რა უნდა გააკეთონ? წარმოდგენა არ მაქვს, ვინმემ შეგნებულად დაწვა, თუ თავისით დაიწვა". – ამბობს გიორგი გელხაური. 

ტაბულა ინფორმაციის გადასამოწმებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამ ინფორმაციის გადამოწმებას დრო და სამსახურისთვის ოფიციალური მიმართვა სჭირდება. 

გიორგი შაქარაშვილი თავდასხმამდე სწორედ გურამ ამირხანაშვილთან და სხვა მეგობრებთან ერთად იყო. თავდამსხმელების გამოჩენის შემდეგ კი შაქარაშვილი და ამირხანაშვილი ერთი მიმართულებით გაიქცნენ. ამირხანაშვილმა ერთერთ შენობას შეაფარა თავი. სწორედ ამ შენობის მიმდებარე ტერიტორიის დაწვაზეა საუბარი. დაწვის კადრებს მთავარი არხიც ავრცელებს. 

კომენტარები