ხანძარი

110 მეხანძრე და 3 ვერტმფრენი - მესტიაში გაჩენილ ხანძარს მესამე დღეა აქრობენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში, გაჩენილი ხანძრს მესამე დღეა, აქრობენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ადგილზე 110 მეხანძრე-მაშველი და 7 სახანძრო-სამაშველო ტექნიკაა მობილიზებული.

უწყების ცნობით, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში დღეს დილიდან მე-3 ვერტმფრენიც ჩაერთო.

"ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს რთული რელიეფი, სიცხე და ძლიერი ქარი. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება". – ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=3&v=LiifTFWA2z8&feature=emb_title]

კომენტარები