პოლიკლინიკების პრივატიზება

თბილისის მერია პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით აუქციონს გამოაცხადებს

თბილისის მერია

თბილისის მერია მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით, აუქციონს გამოაცხადებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, მუნიციპალური კლინიკები "საშინელ მდგომარეობაშია". ეს შენობები წლების წინ აშენდა და დღემდე რემონტი და სამედიცინო მოწყობილებების განახლება არ მომხდარა.

"აპარატურა, ფაქტობრივად, არ არსებობს. აღნიშნული პრობლემა მოსაგვარებელია. არ არის სახარბიელო მდგომარეობა და იქ მომუშავე ადამიანებისთვისაც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. ამ პრობლემის გადაწყვეტის ორი გზა არსებობს. ერთი –თავად მუნიციპალიტეტმა გააკეთოს ეს ყველაფერი და აიღოს ვალდებულება, თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ამ პროექტს მუნიციპალიტეტი ვერ განახორციელებს. მეორე შესაძლებლობაა ის, რომ ამ შენობების პრივატიზაცია განვახორციელოთ". – თქვა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, პრივატიზება უნდა მოხდეს ისე, რომ შენობების პროფილი და თანამშრომლები მუდმივად შენარჩუნდეს.

კომენტარები