ოჯახში ძალადობა

თელავის საკრებულოში ოცნების დეპუტატს ცოლ-შვილზე ძალადობაში ადანაშაულებენ, დაიწყო გამოძიება

telavi.gov.ge

თელავის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ გრემელაშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძიება დაიწყო. 

მიხეილ გრემელაშვილს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებენ. პოსტი ამის შესახებ Facebook-ზე გრემელაშვილის ნათესავმა გამოაქვეყნა. 

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და გრემელაშვილის შვილები დაკითხვაზე არიან. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 151-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს. უწყება ამ ეტაპზე დამატებით დეტალებს არ ავრცელებს. 

ტაბულა ასევე ცდილობს დაუკავშირდეს დეპუტატ გრემელაშვილს. მასალას დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე განვაახლებთ. 

კომენტარები