The Boys

THE BOYS-ის ახალი სეზონის ტიზერი გამოვიდა

ქსელში სერიალ The Boys-ის მეორე სეზონის ტიზერი გამოჩნდა.

შოუ იმავე სახელწოდების კომიქსის ადაპტაციაა, რომელსაც სტრიმინგსერვისი Amazon ხელმძღვანელობს. სიუჟეტის მიხედვით სამყაროში სუპერგმირები დიდი კორპორაციის მფლობელობაში არიან და ადამიანების გადარჩენაზე მეტად, საკუთარი თავის რეკლამირებასა და აქციონერების შემოსავლების ზრდაზე არიან კონცენტრირებულნი. იდეალური ფასადის მიღმა ნარკოტიკებითა და სექსით გაჯერებული ბნელი, სასტიკი და სისხლიანი სამყაროა. სუპერგმირების განადგურებას ცდილობს უბრალო მოკვდავთა ჯგუფი, რომელსაც ბილი ბაჩერი ხელმძღვანელობს.

შოუს ახალი სეზონი მიმდინარე წლის 4 სექტემბერს დაიწყება. 

კომენტარები