TikTok

TikTok-მა წესების დარღვევისთვის 49 მლნ ვიდეო წაშალა, აქედან 25% სექსუალური შინაარსის გამო

0 კომენტარი

ჩინურმა სოციალურმა ქსელმა TikTok-მა გამჭვირვალობის ანგარიშში გაავრცელა ცნობა, რომ წესების დარღვევის გამო 2019 წლის ივლისიდან დეკემბრამდე 49 მილიონი ვიდეო წაშალა.

აქედან დაახლოებით მეოთხედი სექსუალური შინაარსის გამო წაიშალა, თითქმის იმდენივე კი ბავშვთა დაცვის წესების დაუცველობისთვის.

კომპანიის თანახმად, მათ მთავრობებისა და პოლიციისგან ინფორმაციისთვის 500 მოთხოვნა მიიღეს, საიდანაც 480-ს დათანხმდნენ. TikTok-ი ამბობს, რომ ჩინეთის პოლიციის ან მთავრობისგან ინფორმაციის გამოთხოვნის ან მასალის წაშლის თხოვნა არ მიუღია.

TikTok-ი უსაფრთხოების რისკების გამო უკვე გახდა დავის საგანი. ინდოეთმა ამ მიზეზით აპლიკაცია უკვე დაბლოკა, ხოლო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თქვა, რომ აშშ განიხილავს TikTok-ის დაბლოკვას იმ მიზეზით, რომ აპლიკაცია ამერიკელების პირად ინფორმაციას ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცემს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები