Eminem ახალ სიმღერაში იმ ადამიანებს აკრიტიკებს, რომლებიც პირბადეებს არ ატარებენ [Video]

რეპერმა Eminem-მა Kid Cudi-სთან ერთად ახალი სიმღერა The Adventures of Moon Man and Slim Shady გამოუშვა, რომელშიც არაერთ პრობლემას შეეხნენ, მათ შორის რეაბილიტაციას, პოლიციის მხრიდან ძალადობას და კორონავირუსის პანდემიას.

რეპერი სიმღერაში იმ ადამიანებს აკრიტიკებს, რომლებიც პირბადის გაკეთებაზე უარს ამბობენ:

"ოფისში ზოგი ცალტვინაა. ჩვენი ნახევარი ისე დადის, თითქოს ზომბების აპოკალიფსია. მეორე ნახევარი კი გაბრაზებული და დამცინავია და ნიღბის ტარება არ უნდა. ასე გემართება ეს ჯანდაბა მათგან. შოპინგისას იგივე კალათი გამოვიყენე და ახლა კუბოში ვწევარ მათი ხველის გამო".

სიმღერაში ასევე ლაპარაკია პოლიციის მხრიდან ძალადობაზე და ნახსენებია ჯორჯ ფლოიდის და აჰმაუდ არბერის მკვლელობებიც:

"ვლოცულობთ ჯორჯ ფლოიდის და აჰმაუდ არბერისთვის. როგორ ხდება, რომ ამდენი პოლიციელია ბინძური? გაჩერდი, გთხოვ, ოფიცერო, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვერ ვსუნთქავ, როდესაც შენ მყავხარ ზემოდან და შენი დაწყევლილი მუხლით საძილე არტერიაზე მაწვები".

კომენტარები