ევროკავშირის სადა

EUMM საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

EUMM
http://www.euneighbours.eu/ / http://www.euneighbours.eu/

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ადასტურებს, რომ ცხელი ხაზი ამუშავებულია და უზრუნველყოფენ ინფორმაციის გაცვლას.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ახლოდან დააკვირდება სროლის ინციდენტის და შემდგომ დაკავების საქმეს. ამ კონტექსტში, მისიის ხელმძღვანელი მარკ შჩიგელი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ერგნეთის ინციდენტთა პრევენციის და რეაგირების მექანიზმის, როგორც რეგულარული დიალოგის შესაფერისი ფორუმის სწრაფად აღდგენის მნიშვნელობას". - ნათქვამია განცხადებაში.

კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე 11 ივლისს დააკავეს.​​

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ის ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში დაჭრეს.

კომენტარები