ჯარიმები

ძაღლის ფეკალიით ტერიტორიის დაბინძურებისთვის მეპატრონე 50-ის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება

0 კომენტარი

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისთვის მეპატრონე 100 ლარით დაჯარიმდება, აქამდე ჯარიმა 50 ლარი იყო. ცვლილებები ნარჩენების მართვის კოდექსში შედის.

გარდა ამისა, 20 კგ-მდე ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით (ნაცვლად 150 ლარისა), ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1500 ლარის ოდენობით (ნაცვლად 500 ლარისა).

20 კგ ან 20 კგ-ზე მეტი ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანების გამო კი ფიზიკური პირი 300 ლარის ნაცვლად 1000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი -–1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით.

"პირი, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ვალდებულია, დაუყოვნებლივ დაასუფთაოს ცხოველის სხეულის ნარჩენებით დანაგვიანებული ტერიტორია. ამ მუხლის მიზნებისთვის გარემოს დანაგვიანებად ასევე მიიჩნევა ცხოველური ნარჩენის მუნიციპალურ კონტეინერში მოთავსება". – ნათქვამია კანონპროექტში, რომელიც პარლამენტმა სამივე მოსმენით მიიღო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია სემეკის კანონპროექტზე: რატომ გეჩქარებათ? ამ კანონის გარეშე დაინგრა ქვეყანა?

კომენტარები