ოთარ სირაძე

ამბროლაურში მომხდარ დაპირისპირებაზე ენმ-ის წევრს ბრალი ჯგუფური ძალადობისთვის წარუდგინეს

0 კომენტარი

ამბროლაურში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრ ოთარ სირაძესა და მის ძმას ბრალი წარუდგინეს ჯგუფური ძალადობისთვის. ინფორმაციას ავრცელებსსაქართველოს პროკურატურა.  

დაპირისპირება 4 ივლისს, ოთარ სირაძესა და ახალგაზრდა მწვანეების წევრს შორის მოხდა

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 04 ივლისს, ქ.ამბროლაურში, ო.ს.-მ და დ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის დაზიანებები მიიღო", - წერია პროკურატურის განცხადებაში.    

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები