ხანძარი ირანში

ირანის პორტში ხანძრის შედეგად 7 გემი დაზიანდა

GETTY IMAGES

სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ირანში, საპორტო ქალაქ ბუშირში ხანძარმა შვიდი გემი დააზიანა. ბუშირი სპარსეთის ყურის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობს და 692 კილომეტრითაა დაცილებული დედაქალაქ თეირანს.

ხანძარი ოთხშაბათს ნაშუადღევს დაიწყო. მისი გამოწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მიმდინარეობს გამოძიება.

სამშაბათ საღამოს ხანძარი გაჩნდა ქალაქ ლამერდის ალუმინის ქარხანაში. ხანძარი ჩააქრეს და მას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

უკანასკნელ პერიოდში ირანის სხვადასხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვან წერტილში მოხდა აფეთქებები ან გაჩნდა ხანძარი. გასულ კვირას ხანძარი გაჩნდა ნატანზის ბირთვული საწვავის გამამდიდრებელ საწარმოში, ივნისის ბოლოს კი აფეთქება მოხდა პარჩინის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე.

კომენტარები