გიორგი შაქარაშვილის საქმე

ანა გაბეჩავა: კითხვები არ დასმულა, უბრალოდ ჩემი სოციალური ქსელები შეამოწმეს

ანა გაბეჩავა
მთავარი არხი

დღეს 19 ივნისის წვეულების ორგანიზატორი ანა გაბეჩავა გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სტატუსით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, გამოძიებას მისთვის კითხვები არ დაუსვამს. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა გაბეჩავას ადვოკატმა ლიკა ბათიძემ

"დამატებითი გამოკითხვა ამ ეტაპზე არ ჩატარებულა. სრულყოფილი გამოძიების ჩატარების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩატარდა სოციალური ქსელის შემოწმება და დათვალიერება თავიდან ბოლომდე სასამართლო განჩინების საფუძველზე. შეკითხვები საერთოდ არ დასმულა". – თქვა ანა გაბეჩავას ადვოკატმა ლიკა ბათიძემ.

19 ივნისის ღამეს მომხდარი ინციდენტის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ აქამდე მხოლოდ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.

თუმცა ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები