ქობულეთი

ქობულეთში, მდინარე კინტრიშისა და ზღვის შესართავთან მყვინთავები ახალგაზრდა კაცს ეძებენ

ტაბულა

ქობულეთში მდინარე კინტრიშისა და ზღვის შესართავთან ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. 

როგორც უწყებაში ამბობენ, სამუშაოებში მყვინთავები ბათუმიდან და ქობულეთიდან არიან ჩართული. 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ზღვაში მეგობრებთან ერთად იყო შესული. მისი მეგობრების გამოყვანა მოხერხდა.

კომენტარები