ეკონომიკა

წლის პირველ ნახევარში ჩინეთის ეკონომიკა 1.6%-ით შემცირდა

ჩინეთის დროშის აღმართვა 2008 წლის ოლიმპიადაზე
Reuters

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთის ეკონომიკა 1.6%-ით შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის სტატისტიკის ნაციონალური ბიურო ავრცელებს

"წინასწარი მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მშპ 45 661 მილიარდი იუანით შემცირდა, რაც 1.6%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე". – ნათქვამია ბიუროს შეტყობინებაში.

შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ეკონომიკა სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, თუმცა, ასევე, აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში დადებითი დინამიკა შეინიშნება. 

თუ კი წლის პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 6,8%-ით შემცირდა, უკვე მეორე კვარტალში ზრდამ 3.2%-ს გადააჭარბა. South China Morning Post-ის ინფორმაციით, ჩინეთი შესაძლოა იყოს პირველი წამყვან ეკონომიკებს შორის, რომელიც მდგრად ზრდას დაუბრუნდა. 

ბოლო თვეებში გამოვლენილი დადებითი დინამიკის მიუხედავად, ჩინეთის ეკონომიკა კლებას აჩვენებს, რაც 1976 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა.

კომენტარები