არჩევნები 2020

კვოტების მხარდამჭერ ქართულ ოცნებას მხოლოდ ერთი მაჟორიტარი კანდიდატი ქალი ჰყავს

მაჟორიტარი კანდიდატები

პარტია ქართულმა ოცნებამ დღეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ოცდაათი კანდიდატიდან, მხოლოდ ერთია ქალი. ნინო ლაცაბიძე კენჭს რუსთავში იყრის.

წარდგენისას ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ნინო ლაცაბიძე ოთხი შვილის დედაა.

კომენტარები