ტურიზმი

პარიზის, მიუნხენის და რიგის გარდა, რეგულარული ფრენები არც აგვისტოში შესრულდება

0 კომენტარი

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საქართველოს მთავრობამ Lufthansa-ს შემდეგ Air France-ს მისცა უფლება, აგვისტოს დასაწყისიდან კვირაში ორი რეისი შეასრულოს. კომპანია თბილისიდან პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტის მიმართულებით იფრენს.

რაც შეეხება Air Baltic-ს, ნათია თურნავას თქმით, თბილისი-რიგა-თბილისის მიმართულებაზე მოლაპარაკებები გრძელდება და "ალბათ, აქაც მალე გვექნება გარკვეული გადაწყვეტილება".

ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებების გარდა, რეგულარული ფრენები არც აგვისტოში შესრულდება. 

"უნდა იცოდეთ, რომ აგვისტოში ჩვენ კვლავაც გავახანგრძლივებთ რეგულარული ფრენების დროებით აკრძალვას ყველა სხვა მიმართულებით, მაგრამ ეტაპობრივად ვზრდით რეგულარული ფრენების არეალს. Lufthansa იფრენს თბილისი-მიუნხენი-თბილისი, Air France-ი - პარიზი-თბილისი-პარიზი. ასევე გააგრძელებს აირზენა კომერციულ ჩარტერებს, რასაც აქამდეც აკეთებდა. დაახლოებით, 16 ფრენა ექნება. ეს იქნება ვენა და ამსტერდამი ძირითადად.

სხვა კომერციული ჩარტერებიც, ჩვენთან შეთანხმებით, საკარანტინე სივრცეების უზრუნველყოფით პერიოდულად იქნება დანიშნული". – თქვა თურნავამ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები