ტურიზმი

თურნავა: Ryanair-ს და Wizzair-ს ჯამში ათზე მეტი ფრენა უნდათ, როცა მზად ვიქნებით, დავუშვებთ

0 კომენტარი
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, Wizzair-ი და Ryanair-ი საქართველოში ფრენებს მაშინ აღადგენენ, როცა საქართველო და მსოფლიო ამისთვის მზად იქნება. მისი მტკიცებით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებთან მოლაპარაკებას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე, მაგალითად, Lufthansa-სთან, ან AirFrance-სთან.

"Wizzair-ი და Ryanair-ი ორივე არის ე.წ. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ რომ შეინარჩუნონ დაბალი ფასები, ფრენების გარკვეული, მინიმალური რაოდენობა უნდა შეასრულონ. ისინი ვერ იფრენენ კვირაში 2-ჯერ, ვერ იფრენენ კვირაში ერთხელ, იმიტომ რომ ეს წამგებიანი ფრენა იქნება მათთვის, ამიტომ, მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, მათი შემოთავაზება არის რამდენიმე მიმართულება, ათზე მეტი მიმართულება ჰქონდათ ბოლოს ოფიციალურად შემოთავაზებული. ეს ნიშნავს კვირაში 20-ზე მეტ ფრენას და, რასაკვირველია, ადამიანების ძალიან დიდ ნაკადს. ჩვენ როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს. Wizzair-ი საქართველოს ბაზარზე ჩვენი დიდი მხარდაჭერით არის შემოყვანილი 2016 წელს" – თქვა თურნავამ და აღნიშნა, რომ "ყველაზე დიდი სურვილი ჩვენ გვაქვს, რომ კვლავ მასშტაბურად აღდგეს მათი ფრენები, მაგრამ მთავარია, ძირითადი მონაპოვარი – ჯანმრთელობა დავიცვათ".

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციითვე, მიუნხენის, პარიზის და სავარაუდოდ, რიგის გარდა, რეგულარული ფრენები არც აგვისტოში შესრულდება. 

"უნდა იცოდეთ, რომ აგვისტოში ჩვენ კვლავაც გავახანგრძლივებთ რეგულარული ფრენების დროებით აკრძალვას ყველა სხვა მიმართულებით, მაგრამ ეტაპობრივად ვზრდით რეგულარული ფრენების არეალს. Lufthansa იფრენს თბილისი-მიუნხენი-თბილისი, Air France-ი - პარიზი-თბილისი-პარიზი. ასევე გააგრძელებს აირზენა კომერციულ ჩარტერებს, რასაც აქამდეც აკეთებდა. დაახლოებით, 16 ფრენა ექნება. ეს იქნება ვენა და ამსტერდამი ძირითადად.

სხვა კომერციული ჩარტერებიც, ჩვენთან შეთანხმებით, საკარანტინე სივრცეების უზრუნველყოფით პერიოდულად იქნება დაშვებული". – თქვა თურნავამ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები