ტურიზმი

Air France თბილისი-პარიზის რეისებს 8 აგვისტოდან, ყოველ ხუთშაბათს და კვირას შეასრულებს

0 კომენტარი
ფოტო: www.telegraph.co.uk

პარიზი - თბილისი - პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ტექნიკური მოლაპარაკებები უკვე დასრულდა.

ფრანგული ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით შეასრულებს:

  • პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) - თბილისი, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს;
  • თბილისი - პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი), ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები