კორონავირუსი საქართველოში

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში COVID-19-ის 26 შემთხვევა არის დადასტურებული

0 კომენტარი
ფოტო: police.ge

ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის თქმით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 26 შემთხვევაა დადასტურებული. 

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო სოფელი დღეს, 24 ივლისს, ჩაიკეტა

"აქ არის გავრცელების ყველაზე მეტი ფაქტი, 26 არის ჯამურად და სრულად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ახალი დადასტურებულიდან გვაქვს 43 ინფიცირების ფაქტი.  

მოსახლეობას ვთხოვთ, აქტიურად ითანამშრომლონ - აუცილებელია, მოკლე ვადებში მასობრივი ტესტირების ჩატარება და რეალური სურათის დადება.  

საკარანტინე რეჟიმის პერიოდში ადგილობრივებს არ შეეძლებათ გადაადგილება და სოფლის დატოვება. თუმცა, ყველა საჭიროება გათვალისწინებული იქნება", - თქვა რეხვიაშვილმა.   

სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტებია მოწყობილი, სამართალდამცავები აკონტროლებენ სოფელთან მისასვლელ მეორეხარისხოვან გზებსაც. მონიტორინგის პროცესში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონებიც. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 1 104 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 912 გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი კი – გარდაიცვალა.  

გუშინ, 23 ივლისს, პრემიერმინისტრმა გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა "უაღრესად საყურადღებოა". მისი თქმით, საქართველოში ბაზრებსა და ბაზრობებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კონტროლი გამკაცრდება, რადგან, მისივე თქმით, იქ გარდაბანში მცხოვრებთა დიდი ნაწილი მუშაობს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები