ლეგენდარულ ესპანელ ფეხბურთელს, ბარსელონას ყოფილ ვარსკვლავს ხავი ერნანდესს კორონავურუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ფეხბურთელმა ინფორმაცია INSTAGRAM-ზე გაავრცელა.
"თავს კარგად ვგრძნობ. პროტოკოლის მიხედვით თვითიზოლაციაში ვიქნები გამოჯანმრთელებამდე. როცა ექიმები ნებას დამრთავენ, ჩვეულ გრაფიკს დავუბრუნდები".- წერს ერნანდესი.
ესპანელი ფეხბურთელი ამ დროისთვის ყატარის კლუბის, ალ-საიდის მწვრთნელია