2020 წელს გარდაცვლილები

83 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი ჯონ სექსონი გარდაიცვალა

Pinterest

83 წლის ასაკში, მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის ვარსკვლავი, ამერიკელი მსახიობი ჯონ სექსონი პნევმონიით გარდაიცვალა.

სექსონმა სახელი 1972 წელს გაითქვა, როდესაც ეკრანებზე ფილმი Enter The Dragon-ი გამოვიდა. სურათში მთავარი როლი აღმოსავლური ორთაბრძოლების დიდოსტატმა ბრიუს ლიმ შეასრულა. სახასიათო მსახიობმა კარიერის განმავლობაში სამოცზე მეტი როლი ითამაშა.

1966 წელს  ვესტერნ Appaloosa-ში შესრულებული როლისთვის მიიღო ოქროს გლობუსის ნომინაცია. შესრულებული აქვს როლები ფილმებში: Portrait in Black, Black Christmas, Tenebrae, A Nightmare on Elm Street.

 

კომენტარები