ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ რწმენა მორწმუნეებს კორონავირუსით დაინფიცირებისგან იცავთ. ამ მოსაზრებას, მოსახლეობის 38% არ ეთანხმება.
კვლევის მიხედვით, წელს, პანდემიის დროს ეკლესიებში ჩატარებულ სააღდგომო წირვას მართლმადიდებლების მხოლოდ 10% დაესწრო.
კვლევისთვის ყველა ინტერვიუ 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით ტელეფონით ჩატარდა. რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის გზით. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
გამოიკითხა 1150 რესპონდენტი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/-2%-ია.
კვლევა წარმოადგენს საქართველოს მთელი მოსახლეობის დამოკიდებულებას, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ის CRRC-მ ჩაატარა.