NDI: გამოკითხულთა 3% თვლის, რომ COVID-19 არ არსებობს

STR/AFP via Getty Images

NDI-ს 2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 3%-ს მიაჩნია, რომ ახალი კორონავირუსი საერთოდ არ არსებობს.

კითხვაზე, თუ როგორ წარმოიშვა ახალი კორონავირუსი, გამოკითხულთა 30% პასუხობს, რომ COVID-19 ლაბორატორიაში შეიქმნა და გამიზნულად გავრცელდა, ხოლო 22%-ის აზრით,, ლაბორატორიაში შეიქმნა და შემთხვევით გავრცელდა.

გამოკითხულთა 13%-ის აზრით, ვირუსი ბუნებრივად გაჩნდა, რესპოდენტთა თითქმის ერთ მესამედს, 32%-ს, კი არ აქვს პასუხი კითხვაზე, თუ როგორ წარმოიშვა ახალი კორონავირუსი.

კომენტარები