1 და 2-თეთრიანები

ეროვნული ბანკი: 1 და 2-თეთრიანი მონეტების მიმოქცევის ვადა 2020 წლის ბოლომდეა

0 კომენტარი
ფოტო: კოლაჟი ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 1 და 2-თეთრიანი მონეტების საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2020 წლის ბოლოს იწურება.

ამის მიზეზი კანონში შეტანილი ცვლილებაა, რომლის მიხედვითაც ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით გადახდის პრინციპი დამრგვალების მეთოდით შეიცვალა.

დამრგვალების მეთოდი მხოლოდ ნაღდ ანგარიშსწორებაზე ვრცელდება, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება კვლავ იქნება შესაძლებელი უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით.

2021 წლის პირველი იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში 1 და 2-თეთრიანი მონეტების გადაცვლა ეროვნულ და კომერციულ ბანკებში იქნება შესაძლებელი, 2022 წლის პირველი იანვრიდან კი - მხოლოდ ეროვნულ ბანკში.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ეს იყო ჩემი ცხოვრების შესანიშნავი 4 წელი" - ბრიტანეთის ელჩის გამოსამშვიდობებელი ვიდეო

კომენტარები