NDI - ის კვლევა

NDI: მხოლოდ 7% თვლის, რომ რუსეთი ამერიკაზე უკეთ ართმევს თავს პანდემიასთან ბრძოლას

0 კომენტარი
ფოტო: CNN

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მხოლოდ 7% ეთანხმება მოსაზრებას, რომ კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლას თავს ამერიკაზე უკეთ, რუსეთი ართმევს. 54% ამ აზრს არ იზიარებს. 

გამოკითხული მოსახლეობის 63% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსეთი ევროკავშირზე უკეთ ართმევს თავს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას, 7% კი ეთანხმება. 

ასევე, გამოკითხულთა მხოლოდ 10% ფიქრობს, რომ ევროკავშირმა თავისი ქვეყნები ინფექციასთან ბრძოლაში მარტო დატოვა, 54% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, 35%-ს კი პასუხი არ აქვს.

NDI-მ 26-30 ივნისს გამოიკითხა 1150 ადამიანი. კვლევისთვის ყველა ინტერვიუ ტელეფონით ჩატარდა. რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის გზით. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა წარმოადგენს საქართველოს მთელი მოსახლეობის დამოკიდებულებას, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ის CRRC-მ ჩაატარა.

ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები