წმიდა წერილი

ბიბლიის რომელ მუხლებს ეძებენ ყველაზე ხშირად და რას გვეუბნებიან ისინი მაძიებლებზე?

ბიბლია

Bible Gateway-ის სტატისტიკური ანალიზით, გასულ წელს მომხმარებლებმა ყველაზე ხშირად ეს 10 მუხლი მოძებნეს:

ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე

იოანე 3;16

რადგან მე ვიცი ჩემი განზრახვები, რაც თქვენთვის განმიზრახავს, ამბობს უფალი, საკეთილდღეო განზრახვები და არა საზიანო, რათა მოგცეთ მომავალი და იმედი

იერემია 29;11

ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ

რომაელთა 8;28

ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში

ფილიპელთა 4;13

თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა

დაბადება 1;1

ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას

იგავნი 3;5

შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს

იგავნი 3;6

ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული

რომაელთა 12;2

ნუ შეგაურვებთ ნურავითარი საზრუნავი, არამედ ლოცვა-ვედრებისას თქვენი სათხოვარი მადლიერებით გაუმჟღავნეთ ღმერთს

ფილიპელთა 4;6

მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით

მათე 28;19

 

ბიბლიური აპლიკაცია YouVersion-ში რომელიც 430 უნიკალურ დივაისშია ჩაწერილი, ბიბლიის ყველაზე პოპულარული მუხლები წლების მიხედვით შიშსა და შფოთებს შეეხება:

 

2019

ნუ შეგაურვებთ (შეგაშინებთ) ნურავითარი საზრუნავი, არამედ ლოცვა-ვედრებისას თქვენი სათხოვარი მადლიერებით გაუმჟღავნეთ ღმერთს

ფილიპელთა 4;6

2018

ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი

ესაია 41; 10

2017

ხომ ჩაგაგონე, გამაგრდი, გამხნევდი, ნუ შედრკები და ნუ შეშინდები-მეთქი, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, სადაც კი წახვალ

იესო ნავეს ძე 1;9

კომენტარები