ქრთამის აღება

გარემოვაჭრისგან ქრთამის აღებისთვის თბილისის მერიის ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: შსს

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი. სუს-ის ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მათ თბილისის მერიის შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით ჩაატარეს.

"გამოძიებით დგინდება, რომ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დიდუბის რაიონის გარე ვაჭრობის ცვლის უფროსმა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, გარე ვაჭრობის მფარველობისათვის  მოქალაქეს ქრთამის სახით, ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა და, შესაბამისად, მიმდინარე წლის 29 ივლისს მოქალაქეს აღნიშნული თანხა გამოართვა" - აცხადებს სუს-ი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები