კადრს მიღმა: არნოლდ შვაცნეგერი

კადრს მიღმა: არნოლდ შვარცნეგერი

0 კომენტარი
ფოტო: Pinterest

მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის ვარსკვლავს, ბოდიბილდერს, კალიფორნიის ყოფილ გუბერნატორს, არნოლდ შვარცნეგერს, 73 წელი შეუსრულდა.

მომავალი სუპერვარსკვლავი ავსტრიის სოფელ თალში დაიბადა და გაიზარდა. თინეიჯერობისას დაინტერესდა ბოდიბილდიგნით. 1968 წელს გადასახლდა ამერიკაში. 70-იან წლებში ხუთჯერ ზედიზედ მოიპოვა მისტერ ოლიმპიას ტიტული(სულ შვარცნეგერს ბოდიბილდინგის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო შვიდჯერ აქვს აღებული). იმავე პერიოდში დაიწყო თამაში ფილმებში, 1976 წელს შესრულებული როლისთვის სურათში Stay Hungry მიიღო ოქროს გლობუსი. საყოველთაო წარმატება 1984 წელს ტერმინატორში განსახიერებული მკვლელი რობოტის როლმა მოუტანა, ტერმინატორი სამეცნიერო ფანტასტიკური და მძაფრსიუჟეტიანი კინოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟია. 2003 წელს შვარცნეგერი კალიფორნიის 38-ე გუბერნატორი გახდა. ყოფილმა მსახიობმა პოსტი მეორე ვადითაც შეინარჩუნა და კაბინეტი 2011 წელს დატოვა. ბოლო წლებში აქტიურადაა ჩართული გარემოს დაცვის საკითხებში.

წარმოგიდგენთ არნოლდ შვარცნეგერს კადრს მიღმა:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები