გიორგი რურუას საქმე

კუბილიუსი რურუაზე: პომპეოს გაფრთხილების მიუხედავად, სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება

ევროპარლამენტარი, ლიტვის ყოფილი პრემიერმინისტრი, ანდრიუს კუბილიუსი საკუთარ Twitter-ზე გიორგი რურუასთვის პატიმრობის მისჯაზე წერს.

"აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაგაფრთხილათ სასამართლო და საარჩევნო პროცესის პოლიტიზაციის თავიდან ასარიდებლად. მაგრამ სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება: გიორგი რურუას, ოპოზიციური ტელეარხის ინვესტორს, პატიმრობა მიუსაჯეს. გადადგამს თუ არა პრეზიდნტი ნაბიჯს და დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას?"

გუშინ, 30 ივლისს, სასამართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამაც.

რურუას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენის გამო შეშფოთება გამოთქვა აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარში პომპეომ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გააგრძელონ ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად და სასამართლოს და საარჩევნო სისტემის პოლიტიზებაზე გააფრთხილა.

კომენტარები